ჩვენს შესახებ

ბანგკოკი“ წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ აზიური რესტორნების ქსელს საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას. ჩვენი მენიუ აერთიანებს აზიური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს, რომლებიც ჰარმონიულად არის ადაპტირებული ქართული გემოვნების შესაბამისად.

ჩვენი რესტორნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უახლესი გასტრონომიული დანადგარებითა და ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს როგორც პროდუქციის მაღალ ხარისხს, ისე ეფექტურ და სტანდარტიზებულ მომსახურებას.

ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულობას, ხელმისაწვდომობასა და უწყვეტ განვითარებას. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ სტუმარს შევუქმნათ სასიამოვნო, კომფორტული და გამორჩეული გამოცდილება.

ჩვენთან მუშაობს პროფესიონალური და მოტივირებული გუნდი, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს უნიკალურ, მაღალი ხარისხის კულინარიულ გამოცდილებას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია პროფესიულად განვითარდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს მნიშვნელოვანი მიზნები. თითოეული თანამშრომლის წვლილი ჩვენი კომპანიის წარმატების მნიშვნელოვან ფუნდამენტად იქცევა, ხოლო მათი პროფესიული განვითარება, მხარდაჭერა და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.